26 წლის მამაკაცის მკვლელობა და სისხლიანი ღამე რესტორან 26 წლის მამაკაცის მკვლელობა და სისხლიანი ღამე რესტორან 'ქალაქურში' />


  12:24:09     21-01-2013

26 წლის მამაკაცის მკვლელობა და სისხლიანი ღამე რესტორან 'ქალაქურში'

a23112.jpg

პოლიციამ 21 წლის რომან შ.  ცხელ კვალზე დააკავა. ახალგაზრდას ბრალად 1986 წელს დაბადებული მანუჩარ დოლიძის განზრახ მკვლელობა ედება.

გამომძიებელ ირაკლი ბოლქვაძის განცხადებით, მანუჩარ დოლიძე, ამავე რაიონის სოფელ ახალშენში, ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა. საღამოს, დაახლოებით, 18:00 საათზე,  იგი რომან შ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რამდენიმე თვითმხილველის თვალწინ, მუცლის არეში დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ბრალდებული, მომხდარიდან რამდენიმე საათში, აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმე 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით აღიძრა.

დაკავებული, ამ დროისთვის, ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

როგორც თვითმხილველი ყვება, დაკავებულსა და გარდაცვლილს შორის კონფლიქტის მიზეზი ქალბატონი გახდა.

„გოგომ გაიარა, მანუჩარმა  გადმოძახა უთხარი რამეო, ამან ასძახა, რომ დაბლა ჩამოდი და აქ გეტყვიო. ჩამოვიდა მანუჩარი ახლა აქ ეუბნება, უთხრა თუ არა რამე. დაკავებულმა მანუჩარი გვერდზე გაიყვანა, რის შემდეგაც კამათი დაიწყო. მე რომ კიბეებზე ჩამოვედი მანუჩარი უკვე დაჭრილი იყო“,- აცხადებს მომხდარის თვითმხილველი.

სისხლიანი გარჩევა იყო რესტორან "ქალაქურშიც", სადაც 25 წლის ავთანდილ ჩოგოლაძე დაჭრეს. 

შემთხვევა ავთანდილ ჩოგოლაძესა და ერთ-ერთი მაგიდის წევრს შორის სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო, რის შემდეგაც სუფრის წევრმა სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი მოიტანა და რესტორანში დაბრუნებისას ჩოგოლაძეს ბარძაყსა და მცირე მენჯის მიდამოში ესროლა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახლოს მდებარე კლინიკაში მოათავსა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმების განცხადებით, პაციენტი კონტაქტურია და მოხსნილია სასუნთქი აპარატიდან.

შემთხვევაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ამ ყველაფრის ფონზე კი ღარიბაშვილის მონაცემებით, კრიმინალური შემთხვევები მკვეთრად შემცირდა. მინისტრი ამ უკანასკნელს ეფექტური მუშაობით ხსნის.

0

ავტორი: